Header image  
kino  
  
 
 
 
 


sami sicocxle

1925 წლის ქართული საბჭოთა ორსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ ივანე პერესტიანის მიერ, გადაღებულია გიორგი წერეთლის რომან „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით. ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ. პერესტიანი ამ ფილმს თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა.

siuJeti

ფილმში აღწერილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერთი ქართული ოჯახის დრამატული თავგადასავალი. ფოთელ ვაჭარს, ბახვა ფულავას ღარიბი მკერავი ქალი, ესმა შეუყვარდება და ცოლად მოიყვანს. ლამაზი ესმას ცდუნების სურვილი აზნაურ იერემია წარბას მოსვენებას დაუკარგავს, ბედნიერ ოჯახს თავს დაესხმება და ესმას გაიტაცებს. მდევრებისგან შევიწროებული იერემია, საწადელს რომ ვერ მიაღწევს, ქალს დაუნდობლად მოკლავს. გავლენიანი თავადის ქალის, ვალიდას წყალობით იერემია სასჯელს თავს დააღწევს. ბახვა მართლმსაჯულების იმედს დაკარგავს, იერემიას საძინებელში შეიპარება და დამნაშავეს თვითონ გაუსწორდება.

rolebSi

  • ნატო ვაჩნაძე - ესმა
  • მიხეილ გელოვანი - ბახვა ფულავა
  • დიმიტრი ყიფიანი - იერემია წარბა
  • ანა ლაგზდე - ქალბატონი სალომე
  • ზაქარია ბერიშვილი - მეირა
  • თამარ ბოლქვაძე - ვალიდა
  • კოტე მიქაბერიძე - ბათუ
  • ვლადიმერ ობოლენსკი - პოლკოვნიკი ლებოვი
  • ივანე კრუჩინინი - სასამართლოს პალატის თავმჯდომარე
  • ცეცილია წუწუნავა - სასამართლოს მოსამსახურე
  • პატვაკან ბარხუდარიანი - შელია

gadaReba

იერემია წარბას როლზე პერესტიანმა არაპროფესიონალი მსახიობი დიმიტრი ყიფიანი ცოლის რეკომენდაციით აიყვანა. რეჟისორი ყიფიანის გამოხედვამ მოხიბლა. ესმას დაკრძალვის მასობრივი სცენები აბაშაში იქნა გადაღებული ხალხის უშუალო მონაწილეობით.

Sefaseba

ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით ფილმში გამარტივებულია მხატვრული სახეები. ნაჩვენებია ორი სოციალური კლასის, არისტოკრატიისა და ვაჭართა ჭიდილი, რასაც ეწირება პატიოსანი მშრომელი ქალი ესმა, რომლის უბრალოება და სისადავე მაყურებელში თანაგრძნობას და სიყვარულს იწვევს.

მთავარმა სარეპერტუარო კომისიამ ფილმი თავიდან დაიწუნა. ფილმის ნაკლად ებრაელი მეირას სახეში დანახული ანტისემიტური ტენდენციები დასახელდა. მაგრამ ფილმი ბევრმა დაიცვა, მათ შორის სსრკ განათლების პირველმა კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ. რომელმაც ფილმს გზა გაუკვალა კინოეკრანებისკენ. ფილმში ისეთმა მახასიათებლებმა, როგორებიცაა სექსუალობა, ძალადობა, მკვლელობა და მოვლენათა სინქრონულობა, განაპირობა მისი პოპულარობა. ფილმის შემოსავლებმა სამჯერ გადააჭარბა დანახარჯებს.

 

ixileT aseve